ვიდეო: „ქრისტე აღსდგა! გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას, სიკეთეს და სიყვარულს“ – ვაჩე ღვინიაშვილმა სააღდგომო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა

მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„ქრისტე აღსდგა!!!! გილოცავთ ყველას!!! გისურვებთ ძალიან დიდ ბედნიერებას, სიკეთეს და სიყვარულს“, – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.

მომღერალმა, სოციალური ქსელის მეგობრებისგან ასევე მიიღო უამრავი მილოცვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.

სოციალურ ქსელში ვიდეოც ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ვაჩე ღვინიაშვილმა ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა.