კახი კავსაძის შვილიშვილი შეყვარებულია - მისი რჩეული ბევრისთვის ცნობილი მსახიობია

კახი კავსაძის შვილიშვილი ირინკა კავსაძე, რომელიც ასევე მსახიობია და ქართველმა მაყურებელმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო, შეყვარებულია. ირინკა ოჯახთან ერთად წლებია, ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა ბოლო პერიოდში თბილისშია და ბევრ დროს ატარებს თავის რჩეულთან. ირინკას გვერდით ბევრისთვის ცნობილი მსახიობი გიორგი ტაბიძეა, რომელიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშით გაიცნო ფართო საზოგადოებამ.


წყვილი სულ უფრო ხშირად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს სოციალურ ქსელში და აღარ მალავს სიყვარულს.