ფილოლოგი, თამარ ხელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სკოლა, რომელშიც წლების წინ მუშაობდა და სამსახურიდან გამოუშვეს - დაიხურა.
"მოკლედ ბუმერანგზე მინდა ვისაუბრო, სკოლა, რომელშიც მთელი ჩემი გული ჩავდე და სამსახურიდან გამომიშვეს იმიტომ, რომ არ მეცვა ბოლო მოდის ,,ზმანები,, და პედაგოგი კედებით და ჯინსებით არ უნდა დადიოდესო გამომიცხადეს, ახლა დაიხურა. სკოლა, რომელმაც მითხრა, რომ ზედმეტად ფილოსოფიურად ვხსნი გაკვეთილებს და ამიტომ დამიწუნა, დაიხურა. სკოლა, რომელმაც იმიტომ დამიწუნა, რომ ლამაზი ხარ და თქვენ გიყურონ თუ გაკვეთილს უსმინონო დაიხურა. ნუ ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ. იმის მერე პროფესორი გავხდი და დღეს, ყოველ დღე, უამრავ შემოთავაზებას ვიღებ სკოლებიდან და მადლობა თითოეულ მათგანს. თუმცა ჩემი უნივერსიტეტი ყველას მირჩევნია
და ჩემი აბიტურიენტები", - წერს ხელაძე.
მასალის გამოყენების პირობები
"სკოლა, რომელშიც მთელი ჩემი გული ჩავდე და სამსახურიდან გამომიშვეს, რადგან არ მეცვა ბოლო მოდის "ზმანები" დაიხურა" - რას წერს ფილოლოგი?
დაწვრილებით