
მარნეულში ტაქსის მძღოლი მოკლეს. რამდენიმე თავდამსხმელმა მამაკაცი მოკლა, ავტომობილი კი გადამალა და დაშალა.
მძღოლი ჯერ თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ მოკლეს, ცხედარი საბარგულში მოათავსეს და ქვემო ქართლში მინდორში დამარხეს. 53 წლის შოთა ლორიას მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელების ჯგუფმა მანქანას ტაქსის სტიკერები მოაცილა და მარნეულში ერთ-ერთ ადგილობრივს მიყიდა.
ტაქსის მძღოლი თბილისიდან სამმა პირმა მიმდინარე წლის 20 მაისს აიყვანა და სოფელ მარაბდის მისადგომებთან წაყვანა სთხოვა. ადგილზე მისულებმა კი 53 წლის კაცს ავტომობილის გაჩერება მოსთხოვეს, მძღოლს თავს დაესხნენ და მოკლეს.
სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, არასრულწლოვანია, ბიჭი 17 წლისაა.
ტვ პირველი
დაწვრილებით