პოლიციამ დააკავა 32 წლის ქალი, 3 შვილის დედა იმის გამო, რომ 14 წლის ბიჭები სახლში შეიყვანა და მათთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

სამი შვილის დედა, 32 წლის თეა ვინსენტი(Teah Vincent) გლოსტერშირიდან(ინგლისი) სახლიდან უყურებდა ორი 14 წლის ბიჭუნას, რომლებიც მისი ეზოს სიახლოვეს ფეხბურთს თამაშობდნენ, ქალმა დაღლილ ბიჭებს წყალი შესთავაზა და სახლში მიიწვია, თუმცა ეს მხოლოდ საბაბი იყო, რეალურად ქალს სხვა მიზნები ამოძრავებდა წერს Daily Mail-ი.


სამივემ სამზარეულოს მაგიდასთან მოიყარეს თავი და დაიწყეს სხვადასხვა თემაზე საუბარი, ერთმა ბიჭმა აღნიშნა, რომ ის 14 წლის იყო და სკოლაში სწავლობდა. თანდათანობით, ახალგაზრდა ქალი სასკოლო ცხოვრების განხილვიდან სექსის თემაზე გადავიდა.ამის შემდეგ მეორე ბიჭი მეორე სართულზე მიიწვია. მოზარდი ახალ ნაცნობთან ერთად ზემოთ ავიდა, თუმცა ვერც წარმოედგინა, თუ რა ელოდა მას. მალე ვინსენტი მთლიანად შიშველი გამოჩნდა მის წინ, საწოლზე მიაგდო და შეაცდინა.

"მან ზედა სართულზე ამიყვანა.. მეგონა, რომ იქ მას სათამაშო მისადგმელი ან ტელევიზორი ჰქონდა. <...> მან მთხოვა საწოლზე ჩამოჯდომა და ცოტა ხნით ოთახიდან გავიდა, იქიდან შიშველი დაბრუნდა".

რამდენიმე წუთის შემდეგ ბიჭი შოკიდან გამოვიდა, ვინსენტი ხელის კვრით მოიშორა, ჩაიცვა და კიბეებზე დაეშვა. იქ მას ელოდა მეგობარი, რომელიც ქვემოდან უსმენდა ზედა ოთახიდან გამომავალ უხამს ხმებს, მოზარდმა მშობლებს უამბო მომხდარის შესახებ.

ვინსენტი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აღნიშნავს, რომ ეგონა, რომ მისი მსხვერპლი უკვე 16 წლის იყო. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

"itar ge"