"შემთხვევით გაპიარდა ჩვენი გოგო" - ვინ არის 11 წლის გოგონა, რომლის ვიდეომ სრულიად ინტერნეტსივრცე მოიცვა

სოციალურ ქსელს ახალი ვარსკვლავი ჰყავს, რომლის ვიდეოებიც ვირუსულად ვრცელდება.11 წლის ნუცა ფრუიძე საზოგადოებამ "ფეისქბუზე" გამოქვეყნებული ვიდეოთი გაიცნო. გოგონამ საკუთარი წარმოსახვით შექმნა მასწვალებლის როლი და ისე ოსტატურად თამაშობს, რომ უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა.
kvirispalitra.ge ნუცას დედას, ქალბატონ ხატია გაბიძაშვილს დაუკავშირდა:
- მოგვიყევით თქვენი შვილის შესახებ.
- შემთხვევით გაპიარდა ჩვენი გოგო. ნუცა 11 წლისაა, ქუთაისის მე-3 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა. არტისტული ბავშვია, მას ეს ხასიათში აქვს, ამ ვიდეოს გავრცელაბამდეც ასეთი იყო. ის სულ რაღაცას ფიქრობს და დგამს, "კომედი შოუს" უყურებს, როგორც ჩანს, თათიას როლები მოსწონს. ერთი ვიდეო გადავიღეთ და მამიდას გავუგზავნეთ შვედეთში, მან დადო სოციალურ ქსელში, მერე გადავაზიარეთ ახლობლებმა . ტექტს, შინაარს ყველაფერს თვითონ იგონებს, მე ძალიან დაკავებული ვარ და არც ვიცი როდის იფიქრებს ამ ყველაფერს, სკოლაში მეორე ცვლაზე სწავლობს, ცეკვაზე დადის და საღამოს გვიან ვხდებით ერთმანეთს, სახლში როლში შესული მხდება და დგამს წარმოდგენას. 5-ჯერ რომ ჩავწეროთ, ხუთივიჯერ სხვადასხვა ტექსტი აქვს.
ჩემი მეუღლეც ძალიან არტისტულია, დედაჩემიც და ჩემი დაც, გენეტიკის დამსახურებაა, ჩვენი გოგო რომ ასეთია. სახლში ყოველთვის იუმორისტული ამბები ესმის და ალბათ ამანაც იქონია გავლენა მასზე. ვინც იცნობს ჩემს მეუღლეს ყველა აღნიშნავს, რომ ნუცა მას ძალიან ჰგავს.



- ხშირად წერს ვიდეოებს?
- ვიდეოებს იშვიათად ვუღებთ, თვითონ დგამს ყოველ დღე წარმოდგენებს.სხვებიც ეუბნებიან, რომ მათ მიბაძოს, თუ სახასიათო ტიპი თხოვს მასზე როლის შესრულებას, მაშინ თანხდება.
- ამ ასაკში თუ აქვს ნაფიქრი, ვინ უნდა გამოვიდეს?
- ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ალბათ მსახიობობას აირჩევს. ცეკვითაც კარგად ცეკვავს.

- რა რეაქცია ჰქონდა ნუცას მას შემდეგ, რაც ასეთი გამოხმაურება გამოიწვია ვიდეოებმა?
- ვიდეოებს რომ ვუღებდით არ მოსწონდა. კოსტუმირებულ შოუებს დგამდა, მაგრამ ვიდეოს არ გვაღებინებდა. როცა ნახა რამხელა გამოხმაურება მოჰყვა, სურვილი გაუჩნდა, რომ გავასაჯაროვოთ. დღეს გავრცელებული ჩანაწერის მერე, უკვე ახალ როლშია შესული.
- არ გეცინებათ, როცა ვიდეოს უღებთ?
- სანამ გადავუღებთ, იმდენჯერ გვაქვს ნანახი, რომ ვახერხებთ თავი შევიკავოთ სიცილისგან. ჩემი და უღებს ვიდეოებს, მასაც მსგავსი მონაცემები აქვს.
(პეციალურად საიტისთვის)