„ორმილიონიანი კოლიე, ამერიკაში სახლი… ყველგან, სადაც გაიხედავდი საცხოვრებელი მქონდა თუ სასახლე… ჭორები ორსულობაზე აღარ დამთავრდა…“ – რა რეაქცია აქვს და რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მასზე გავრცელებულ ჭორებზე?

არარეალური ჭორი, რომელიც საკუთარ თავზე გაგიგია და როგორ რეაგირებ ამ ჭორებზე? – ამ კითხვაზე უპასუხა მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ გადაცემა „პირველი სტუდიის“ წამყვანს.

ვიდეო: „ალისკა ხასიათით მამამისია ზუსტად, სიარულითაც და მანერებითაც ძალიან ჰგავს მიშას“ – რას ამბობს სოფო ნიჟარაძე

მომღერალი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორები დღემდე ვრცელდება:

„რომელი ერთი ვთქვა, ძალიან ბევრი [ჭორი] გამიგია. ორმილიონიანი კოლიე, ამერიკაში სახლი, რა აღარ… რამდენი რამე შემიძლია გავიხსენო.

უხამს, საშინელ ჭორებს არც ვფიქრობ რომ ვახსენო, რადგან იმდენად არარეალური რაღაცები ითქვა მეგონა, რომ აქამდე ვინ შეიძლება დაეცეს, რომ ეს დაიჯეროს, თუმცა რაღაცნაირად არარეალურის უფრო გჯერა, ამიტომ… ძალიან ბევრია [ჭორები]… ბარათაშვილის ხიდის გუმბათი, აქ ხომ სოფო ცხოვრობს და ყველგან, სადაც გაიხედავდი საცხოვრებელი მქონდა თუ სასახლე…

თავიდან მწყინდა და ძალიან ვნერვიულობდი, არც მიპასუხია, მეგონა, რომ მაინც ალბათ არავის არ სჯერა, მაგრამ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც სამწუხაროდ სჯეროდათ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნაკლებად ვჩანვარ, მაინც სულ არის რაღაც ჭორები. ჭორები ორსულობაზე აღარ დამთავრდა, რამდენი ხანი იქნები ორსულად, 1, 2, 3 – მუდმივი ცომ არ არის, ხომ უნდა გაჩნდეს ბავშვი… მაინც არის ჭორები და აღარ ვრეაგირებ, აღარც მეხება და აღარც მწყინს…“ – ამბობს მომღერალი.

„დედაჩემი და გიულიც ძალიან ჩართულები არიან ბავშვის აღზრდაში…“ – ვინ ეხმარება სოფო ნიჟარაძეს შვილის აღზრდაში, რა გაიხსენა მომღერალმა