მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორესთან შეხვედრაზე ისაუბრა.
როგორც ნინი განმარტავს, როდესაც დედის, ხათუნა ჟორდანიას ავადმყოფობის შესახებ ამბავი ახალი გაგებული ჰქონდა, ტაძარში ცხარე ცრემლით ტიროდა და სწორედ ამ დროს ანუგეშა პატრიარქმა ის, იმედი ჩაუსახა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
„ჯერ არ იცოდა, რომ ხათუნა ავად იყო… ნათქვამი არ ჰქონდათ, თორემ მან ყველაფერი იცოდა. ჩვენი უწმინდესი ყველაფერს ხედავდა. ისე ხმით ვტიროდი, თან ლოცვა მიმდინარეობდა და დამიძახა ნინი მოდიო და ყურში ჩამჩურჩულა: „ხომ იცი უფალი მოწყალეა, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნებაო“ და იქვე, თავისი მშვიდი და დინჯი ტონით თქვა, რომ „კალენდულას ჩაი დაალევინეო“. ისეთი დაბნეული სახით ვუყურებდი, იქვე მითარგმნა, იგივე გულყვითელაო.
ძალიან დაბნეული წამოვედი და მერე მივხვდი ეს რატომ მითხრა… აქ კონკრეტულ ჩაიზე არ იყოს საუბარი, მან იმედი ჩაგვისახა, რადგან რაღაცის რწმენა რომ გაქვს, სულ სხვანაირად მიჰყვები ამ გზას…
ჩემს ემოციურ ფონზე უთხრა, რომ ჩემი საგალობელი ჩართეთო და იქ საერთოდ ისე „გავფუჭდი“, რომ ძლივს გამოვედი… თუმცა, იქიდან გამოსულმა უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ომი მოგებული გვქონდა!“, – ამბობს ნინი ქარსელაძე.




