"გილოცავ მამა, ჩემი პირველი შვილი 22 წლის გახდა" - როგორ ულოცავს გიორგი ყიფშიძე ქალიშვილს დაბადების დღეს

მსახიობ გიორგი ყიფშიძის ქალიშვილს, ნატალია ყოფშიძეს დღეს დაბადების დღე აქვს.
გიორგიმ შვილს ღირსშესანიშნავი თარიღი სოციალურ ქსელში მიულოცა.
"მამა გილოცავ დაბადების დღეს, ჩემი პირველი შვილი 22 წლის გახდა. რამხელა შვილი მყავს.. გილოცავ ჩემო საყვარელო, ყველა სურვილი მინდა აგისრულდეს და ყველა ოცნება აგიხდეს ჩემო სიცოცხლევ, მიყვარხარ", - ამბობს გიორგი ყიფშიძე ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამზე ატვირთა.