„მაგ წონაზე იქით უნდა აჩუქო კაცებს ოქრო“ - კესარია აბრამიძე ბულინგისთვის სკანდალში გაეხვია

კესარია აბრამიძის ცხოვრებაში სიახლეებია. ამჯერად, მოდელმა ROLEX-ის ძვირად ღირებული საათი მიიღო საჩუქრად და გამომწერებსაც გაუზიარა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, კესარია აბრამიძეს მოქალაქემ პირად გვერდზე მიწერა და სთხოვა ესწავლებინა, რას უკეთებს კაცებს ისეთს, რის გამოც საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ძვირადღირებულ საჩუქრებს სჩუქნიან. მოდელმა გამომწერი ზედმეტი კილოგრამების გამო სასტიკად დააბულინგა. 






„ეს ძალიან ვერ არის. აბა თვითონ იყოს ჭარბწონიანი ტრანსგენდერი და ვინმე ამას უწერდეს. აბობოქრდებოდნენ ქართველი ლიბერალები. უზრდელი არსება“. „რომელი კაციც სხეულის გამო გამოგხედავს, მხოლოდ კილოგრამებს აგიზომავს, არ ღირს, გაივლის დრო და არ ენდომები, სხვებს დაუწყებს ზურზუტს, ნახეთ ადამიანი ვისი სულიც შეგიყვარდება და ასევე შენო სამყარო ეყვარება, თუმცა ქალმა უნდა მიხედოს წონას და ასევე მამაკაცმაც შეძლებისდაგვარად“.


„თავი რომ მართლა ქალი ჰგონია, ძალიან უტაქტო და გამაღიზიანებელი პერსონაა, თორემ ყველას მისი ცხოვრება აქვს, არც სხვა უნდა ერეოდეს მის პირადში და არც თავად უნდა ახდენდეს მისი პლასტიკური სხეულის დემონსტრირებას ასე უხეშად, სხვისი დაბულინგების ხარჯზე“. „ამან სხვები უნდა ამციროს და დაცინოს და ამას რომ რამე უთხრა მთელი ქვეყნის კანონმდებლობა ამას დაიცავს“,- წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. კესარია აბრამიძემ მოგვიანებით ზემოთ ნახსენები „სქრინი“ წაშალა. მიზეზი სავარაუდოდ, საზოგადოების კრიტიკა გახდა.