ვიდეო: „მთელი ბავშვობა ერთად აქვთ გატარებული“ – ლელა წურწუმიას მოულოდნელი შეხვედრა ბავშვობის მეგობართან და ემოციები, რომელიც მომღერალმა ვერ შეიკავა

მომღერალი ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც სენაკში, ერთ-ერთი კონცერტის დროს არის გადაღებული. 

„ძალიან ამაღელვებელი ამბებიც ახლდა ლელას კონცერტებს სენაკში 😭😭😭“, – წერს ლელა წურწუმია. 

როგორც გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა ლელა მოულოდნელად, მისი ბავშვობის მეგობარს შეხვდა, რაც მისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა და ცრემლები ვერ შეიკავა. 

„მთელი ბავშვობა ერთად აქვთ გატარებული“, – ამბობენ გარშემომყოფები.