“ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა.. მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს” – ემოციური ამბავი თბილისის ქუჩებიდან


სოციალურ ქსელში ვრცელდეაბა ემოციური ამბავი, 22 წლის მეეზოვეზე:

“ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა.
უკვე მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს.
დედაენის ბაღი რომ სუფთაა, მისი დამსახურებაც არის.
მხოლოდ ხელფასი არ ყოფილა მეეზოვედ მუშაობა რომ დაეწყო.
რომ ვხედავდი, ხალხი ნაგავს ყრიდაო, გადავწყვიტე, მე დამესუფთავებინაო – მეუბნება ბადრი.
სამაგალითო ბიჭია. არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს. ყოველდღე ასუფთავებს ჩვენს ქუჩებს.
დიდი მადლობა, ბადრი!”