"რა მაკარონი და რა ჩიფსი... ახლა მოვდივარ სამძიმრიდან, ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე რეალური ვერსია" - რას წერს კესარია აბრამიძე 12 წლის გარდაცვლილ გოგოზე

დიდ დიღომში 12 წლის გოგოს გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორისაა კესარია აბრამიძეც, რომელიც წერს, რომ გარდაცვლილი გოგონას დედის მეგობარია და საკუთარ გვერდზე წერს იმ ვერსიაზე, რომელზეც ოჯახი საუბრობს:

"რა მაკარონი და რა ჩიფსი, ახლა მოვდივარ სამძიმრიდან. ხალხო, ნუ გჯერათ ამ პრიმიტიული სისულელეების! ბავშვზე იყო ძალადობის მცდელობა, საქანელიდან სიბნელეში რატომ წავიდოდა თუ ცუდად გახდა?!

სავარაუდოდ, მოძალადემ სცადა ძალადობა და გაიქცა, ბავშვს ჰქონდა გეტრი გადახეული მუხლებზე, ბევრი ისეთი გარემოებაა ,რაც მხოლოდ ძალადობაზე მიანიშნებს. შიშის ნიადაგზე, ბავშვს დაემართა პირღებინება, რამაც გამოიწვია გაგუდვა. ხოლო მოძალადე გაიქცა!

P.s. ეს არის გარდაცვლილი ბავშვის დედის (ჩემი მეგობრის) ვერსია. დიდი იმედია, გამოძიება უფრო ზუსტად დაადგენს ბავშვის გარდაცვალების მიზეზს.

ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე რეალური ვერსია" - წერს კესარია აბრამიძე.