"უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემს ძვირფას ადამიანს" - ალექსანდრა პაიჭაძის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია 20 წლით უფროს ცნობილ მამაკაცთან

მო­დელ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი, ცის­ფე­რი "პორ­შეს" ფირ­მის მან­ქა­ნის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ალექ­სან­დრას სი­ხა­რუ­ლი 14 ათა­სამ­დე ინ­სტაგ­რამ­გა­მომ­წერ­მა გა­ი­ზი­ა­რა. დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი, ასე შე­ა­ფა­სეს მან­ქა­ნა მო­დე­ლის მე­გობ­რებ­მა

ალექ­სან­დრა ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, მას­ზე ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ, აწყვი­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებ­თან, თუმ­ცა რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­თხრა ორი წე­ლია რაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ჰყავს და მას­თან თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად გრძნობს
- ალექ­სან­დრა, გი­ლო­ცავ ახალ მან­ქა­ნას, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სა­ჩუ­ქა­რი და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­ი­ღე...


- და­ბა­დე­ბის დღე დე­კემ­ბერ­ში მაქვს. ეს სა­ჩუ­ქა­რი უბ­რა­ლოდ "არ­სე­ბო­ბის" გამო მი­ვი­ღე ამ სამ­ყა­როს­გან. რე­ა­ლუ­რად კი ორი თვეა ეს მან­ქა­ნა მყავს, მე და ჩემ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ურ­თი­ერ­თო­ბის ორი წელი შეგ­ვის­რულ­და და მინ­დო­და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღის დროს გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა. ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­მეხ­მა­რა რომ ახა­ლი მან­ქა­ნა შე­მე­ძი­ნა, მა­ნამ­დე რაც მყავ­და, გავ­ყი­დეთ.
"უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემს ძვირფას ადამიანს" - ალექსანდრა პაიჭაძის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია 20 წლით უფროს ცნობილ მამაკაცთან




- ბოლო დროს სკან­და­ლებ­ში ეხ­ვე­ვი, ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ შენ­ზე.
- დიახ, ბევ­რი ჭო­რია, მაგ­რამ ტყუ­ი­ლია. არ ვთვლი, რომ რა­ი­მეს ვა­შა­ვებ, ჩემი სამ­ყა­რო მაქვს, ჩემი რე­ა­ლო­ბა. ჩემი ცხოვ­რე­ბა მაქვს და ამას ვაწ­ვე­ბი.
- ამ­ბო­ბენ, რომ ცნო­ბილ მა­მა­კაცს უნ­გრევ­დი ოჯახს....
- ოჯა­ხე­ბი თვი­თონ ინ­გრე­ვა, მე არა­სო­დეს მი­ზე­ზი არ ვყო­ფილ­ვარ. უბ­რა­ლოდ ასეთ გი­ჟურ პე­რი­ოდ­ში გა­და­ვე­ყა­რეთ ერ­თმა­ნეთს და უფრო ნა­თე­ლი გახ­და, ვის რა სურს ცხოვ­რე­ბა­ში... უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და ვუფრ­თხილ­დე­ბი ჩემ ძვირ­ფას ადა­მი­ანს. სა­ერ­თოდ ასეა ცხოვ­რე­ბა­ში, მე­სა­მე და გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი არა­ფერ შუ­ა­შია. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ რომ ერ­თად ყოფ­ნა აღარ უნ­დათ, იქ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურ­თი­ერ­თო­ბას რომ ბზა­რი გა­უჩ­ნდე­ბა, ეს მხო­ლოდ ჩემი და ჩემი მე­ო­რე ნა­ხევ­რის ბრა­ლი იქ­ნე­ბა. ძლი­ე­რი ქალი ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა სუს­ტის­გან.

- გი­ჭირს ხოლ­მე იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც შენ­ზე ახალ ჭორს გა­ი­გებ?
- 90 პრო­ცენ­ტი რაც ჩემ­ზე იწე­რე­ბა, ტყუ­ი­ლია. მიჩ­ვე­უ­ლი ვარ და არ მა­დარ­დებს. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ვარ და ჩემ გუ­ლის­თქმას მივ­ყვე­ბო­დი მუდ­მი­ვად. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის მზად უნდა იყო, არ შე­იძ­ლე­ბა ტყუ­ილ­ში და ილუ­ზი­ებ­ში ცხოვ­რე­ბა, არ უნდა გე­ძი­ნოს. იცხოვ­რო და გე­ძი­ნოს. ადა­მი­ა­ნი სულ სი­ახ­ლე­ე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი უნდა იყო, ეს არის მთა­ვა­რი „დრა­ი­ვი“ ცხოვ­რე­ბა­ში. შენი გრძნო­ბე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ გულ­წრფე­ლი უნდა იყოს. მე ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის მი­მი­ყე­ნე­ბია ზი­ა­ნი.
- ცნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი ვის­ზეც ჭო­რა­ობ­დნენ, ახ­ლაც თქვენს გვერ­დით არის?
- დიახ, ორი წელი შეგ­ვის­რულ­და და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ. ამ ინ­ტერ­ვი­უს სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ავუხ­სნი სიყ­ვა­რულს და გა­მოვ­ხა­ტავ მისი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნო­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას.
- სა­ჯა­რო რო­დის გახ­დე­ბა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?
- არ მინ­და, თვა­ლი მე­ცე­მა. რო­დე­საც ორ ადა­მი­ა­ნის შო­რის არის ინ­ტი­მუ­რო­ბა, ამ დროს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ ეს არ და­ირ­ღვეს სხვე­ბის ჩა­რე­ვით, თუნ­დაც და­სახ­მა­რებ­ლად. არა­სო­დეს მჯე­რო­და ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის. თო­რემ სხვა დამ­ხმა­რე ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი ცხოვ­რე­ბის წეს მოყ­ვე­ბა, იმის მჯე­რა, უბ­რა­ლოდ ეს არ ჩანს ჰა­ერ­შია, რაც ჩემ­თვის არ­სე­ბობს ეზო­თე­რი­უ­ლად და რწმე­ნით. ძა­ლი­ან კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ და მინ­და ბევ­რი ქალი იყოს ასე. ეს გას­წავ­ლის შენი თა­ვის სიყ­ვა­რულს, პა­ტი­ვის­ცე­მას და მერე სულ არ გა­დარ­დებს კა­ციც და მან­ქა­ნაც. თვით­სიყ­ვა­რუ­ლის შემ­დეგ იმ­ხე­ლა რა­ღა­ცას შე­მო­დის ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია რამე და­გაკ­ლდეს.

- ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა თუ მოქ­მე­დებს თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე?
- ჩემ­ხე­ლა მა­მა­კა­ცებს ვე­რა­ფე­რი გა­ვუ­გე. ჩვენ შო­რის 20 წე­ლია ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა და ჩემ­თვის ეს ნორ­მა­ლუ­რია. ის ცნო­ბი­ე­რე­ბა რაც პა­ტა­რა ბი­ჭებს აქვთ, სა­ინ­ტე­რე­სო არ არის. მომ­წონს დაღ­ვი­ნე­ბუ­ლი, ბრძე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც სა­მე­გობ­როდ, ისე ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ვიდ­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ადა­მა­ი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შენ­გან ითხო­ვენ იყო დედა, მამა, ძმა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მზა­რე­უ­ლი.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი ქალი ხარ, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლით, არ ეჭ­ვი­ა­ნობს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი მათ­ზე?
- მე პი­რა­დად მოხ­სნი­ლი მაქვს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის მო­მენ­ტი, ხან­და­ხან ცოტა ცე­ცხლის და­სან­თე­ბად თუ გა­ვა­კე­თებ ამას, ყვე­ლა პრობ­ლე­მას იუ­მორ­ში ვწყვეტ. ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კი ჩემ­ზე ასი­ა­თას­ჯერ ეჭ­ვი­ა­ნია, მაგ­რამ ერთხე­ლაც არ მი­მი­ცია მი­ზე­ზი, რომ მას დის­კომ­ფორ­ტი ეგ­რძნო, ერ­თგუ­ლი და მო­ნო­გა­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ.