„ეს ნახატიც ტასოს ნახელავია… საახალწლო ზეიმი ჰქონდა და ფიფქის როლი მოირგო“ – გია ბაღაშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მუსიკოსი გია ბაღაშვილი საკუთარ გამომწერებს შვილების შესახებ ინფორმაციას ხშირად უზიარებს.

ია ბაღაშვილი: „შვილებთან ურთიერთობა ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მათთან ურთიერთობაში რწმუნდები, რომ ცხოვრებას აზრი აქვს, ოთხივეს მესაიდუმლე ვარ და ოთხივე ჩემი მესაიდუმლეა“

ამჯერად მუსიკოსი უმცროსი ქალიშვილის – ანასტასიას შესახებ წერს და სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი ნახატის ფოტოს აქვეყნებს:

„დღეს ჩემს მეოთხე გოგონას, ანასტასიას საახალწლო ზეიმი ჰქონდა სკოლაში და ფიფქის როლი მოირგო.

ეს ნახატიც ტასოს ნახელავია“, – წერს გია ბაღაშვილი.

„არ გამიცდენია მათი არც ერთი მშობელთა კრება, ექსკურსია, გამოფენა… ასეთი ტერმინი ჰქონდათ მასწავლებლებს, „აქტიური მშობელი“, ასეთად ჩამოვყალიბდი და მინდა გითხრათ, ამქვეყნად ამაზე დიდი ბედნიერება არ მეგულება“ – გია ბაღაშვილი