"თუ ვინმე ჰაერიდან შემოგვიტევს, მაქსიმუმ მექრთამე მინისტრები ვესროლოთ" - რას წერს ალეკო ელისაშვილი

"მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი, ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი ის­რა­ე­ლის მიერ ირა­ნის შე­ტე­ვის მო­გე­რი­ე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში წერს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში "არა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი" არ უყი­დია.
"სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა ის­რა­ე­ლი. ათო­ბით დრო­ნი და 300 მდე სხვა­დას­ხვა სის­ტე­მის რა­კე­ტა ეს­რო­ლეს და თით­ქმის ყვე­ლა ჰა­ერ­ში­ვე გა­ა­ნად­გუ­რა. 12 წე­ლია ოც­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და სა­ერ­თოდ არა­ფე­რი უყი­დია ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად. დიახ, არა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი.


ნე­ბის­მი­ერ კომ­პო­ნენ­ტში სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო: ხმე­ლეთ­ზეც, ცა­შიც და ზღვა­შიც. თუ ვინ­მე ჰა­ე­რი­დან შე­მოგ­ვი­ტევს მაქ­სი­მუმ მექ­რთა­მე მი­ნის­ტრე­ბი და ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი ვეს­რო­ლოთ. ეგე­ნი კი გვყავს ოხ­რად.რუ­სუ­ლი ოც­ნე­ბა უნდა გა­ვუშ­ვათ და სა­ქარ­თვე­ლო გა­ვაძ­ლი­ე­როთ", - წერს ელი­საშ­ვი­ლი.