“მანანა თოდაძე, ბაბი კირკიტაძე..” – ცნობილია “ცეკვავენ ვარსკვლავების” ყველა მონაწილის ვინაობა

სატელევიზიო პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოცეკვავე წყვილების ვინაობა ცნობილია.
პროექტის მონაწილე წყვილები არიან:
მომღერალი მანანა თოდაძე და მოცეკვავე ნოდო ჯანიაშვილი;
ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი და მოცეკვავე კარინა ლისენკო;
მოდელი და ფიტნესინსტრუქტორი ვანესა გუტიერესი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი;
მომღერალი, ტელეწამყვანი ოლგა პოლიაკოვა და მოცეკვავე მაქსიმ ეჟოვი;
მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი;
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე და მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი;
საოპერო მომღერალი ლადო ათონელი და მოცეკვავე ირა კვიტინსკაია;
მომღერალი თათა გიორგობიანი და მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე;
მსახიობი გიორგი ცაავა და მოცეკვავე მზია ორველაშვილი;
მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი და მოცეკვავე ელენე დავითაია;
მსახიობი, ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი და მოცეკვავე ირაკლი ძაძამია;
ტიკტოკერი ალესანდრო კარუზო და მოცეკვავე ანა ბირთველიშვილი;
ჟიურის წევრები არიან – გოჩა ჩერტკოევი, ირაკლი მაქაცარია და სოფო შევარდნაძე