საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური პროექტის, „რანინას“ მეცხრე სეზონის პირველ ტურში, მაყურებელმა პროექტის მეორე ხუთეული გაიცნო.
„რანინას“ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მონაწილეა დავით ლომიძეც, რომელიც აუდიტორიის წინაშე პროექტის გასული სეზონის გამარჯვებულ ანიტა აბგარიანთან ერთად წარდგა.
მათ შეასრულეს გია მაჭარაშვილის „ლურჯთვალება ია“, რომლის ტექსტის ავტორიც ნუგზარ ერგემლიძეა.
„საოცარი თაობა დგას Ჩვენს წინაᲨე!“, „სცენისთვის დაბადებული უსაყვარლესი დათა“, „საოცარი დუეტი იყო, ბრავო“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
დაწვრილებით




