მსახიობი თაკო ტაბატაძე გუშინდელ შემზარავ ამბავს ეხმაურება, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა და დაწვა, სამწუხაროდ ქალი გარდაიცვალა, ყოფილ ქმარი კი მძიმე დაზიანებებით რეანიმაციაში აღმოჩნდა. თაკო ტაბატაძე ასაჯაროვებს იმ კომენტარებს, რომლებსაც მას უწერენ და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, ასევე სუიციდისკენ მოუწოდებენ. "გაიცანით ჩემი, თქვენი, თამილას მკვლელები!!!! ასეთი კომენტარი უამრავია!!! იცნობდეთ ამ ხალხს, ვინც მოუწოდებს კაცებს ქალების დაწვის, ცემის, დაჭრისკენ!!!! ნუ გვგონია რომ ეს სადღაც შორს ხდება, რადგან ჩვენ ასეთი მეგობრები და ნაცნობები არ გვყავს!!! გუშინ თამილას ემუქრებოდნენ, დღეს მე, ხვალ შენი ჯერიც დადგება!!! #თამილასთვის"
დაწვრილებით