ანიტა ფაცაციას დედა მარიკო სადრაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერზე ემოციურ სტატუს აზიარებს.
”მახსოვს 13 ივნისის ტრაგედიის დროს როგორ იდგა ხალხთან ერთად ”ვალინკებით” და როგორ ებრძოდა სტიქიას.
მახსოვს როგორ განიცდიდა პატარა ბიჭის ტკივილს, უსახლოდ რომ დარჩა და მერე როგორი სიხარული აჩუქა, როდესაც საკუთარი სახსრებით ბინა შეუძინა.
ვიცი, რომ არასოდეს იღებდა და არ იღებს ხელფასს და მთელი მისი ანაზღაურება საქველმოქმედო ფონდებში მიდის. ვიცი, რომ ძირითადად ბავშვებს ეხმარება, არაერთი ადამიანისაგან გამიგონია, რომ კახიმ ვიღაცას ბინა უყიდა, ვიღაც სიკვდილისგან იხსნა, ვიღაცას ძვირადღირებული მკურნალობა დაუფინანსა.
ისიც მახსოვს მთელი ქვეყნის გოგო ანიტასთვის როგორ იბრძოდა… ჰო, საკუთარი ფინანსებით აკეთებდა და აკეთებს ამას და არა ბიუჯეტის ფულით!
და ახლა იმაშიაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კაცი, მშობლების შემდეგ, ნებისმიერ ჩვენგანზე მეტად განიცდის მომხდარს.
ერთი რამ ზუსტად ვიცი: კახა კალაძის გადადგომაზე საუბარი უსინდისობაა!
ჩემი მხარდაჭერა ამ ძალიან მაგარ ადამიანს, რომელსაც საკუთარ ქველმოქმედებაზე: აგებულ ტაძრებზე, დაფინანსებულ ფილმებზე, ნაყიდ ბინებზე – არასოდეს უსაუბრია!!!
Kakha Kaladze კახა კალაძე პირველ რიგში ადამიანია, უბრალოდ, კარგი ადამიანი და მერე ყველაფერი სხვა.
პ.ს. ისიც მახსოვს ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის გიმნაზიის ბავშვები როგორ გაახარა წერილით, სატელევიზიო ანძის განათების თაობაზე. შორენა ჯალაღანია დამეთანხმება რა ბედნიერები იყვნენ კახის პასუხით ბავშვები” – ვკითხულობთ პოსტში.
ამაზე საუბარი უსინდისობაა… – ნახეთ რა სულისშემძვრელი პოსტი გააზიარა ანიტას დედამ კალაძეზე
დაწვრილებით