ვიდეო: „საოცრება ხარ, ანიტა! შენს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს“ – ზვიად ბოლქვაძის და ანიტა აბგარიანის დუეტით მოხიბლული მსმენელი

13 იანვარს, გრიბოედოვის თეატრში ზვიად ბოლქვაძისა და მუსიკალური პროექტის, „რანიანას“ მონაწილეების საახალწლო კონცერტი გაიმართა.

ვიდეო: „სადაც ზვიადია, იქ დღესასწაულია…“ – ზვიად ბოლქვაძისა და „რანინელების“ საახალწლო კონცერტი და მაესტროსთან ერთად პატარების მიერ შესრულებული ჰიტები

გრიბოედოვის თეატრში მისულმა მსმენელმა არაერთი ემოციური, შეუდარებელი დუეტი მოისმინა.

ზვიად ბოლქვაძესთან ერთად იმღერა, „რანინას“ უახლესი სეზონის გამარჯვებულმა და 2025 წლის საბავშვო „ევროვიზიის“ მონაწილემ – ანიტა აბგარიანმაც.

აღნიშნულ კადრებს ანიტა აბგარიანის დედა თეონა დოლიძე „ფეისბუკის„ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

„ნამდვილი ბრილიანტი ხარ“, „საოცრება გოგო ხარ, ანიტა“, „შენს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს“, „ყველა ღირსებით შემკული, ნამდვილი ვარსკვლავი“, – წერენ ზვიად ბოლქვაძისა და ანიტა აბგარიანის დუეტით მოხიბლული სოციალური ქსელის მომხმარებლები.

„ძვირფასო მეგობრებო. მადლობა ყველას ვინც მხარი დაუჭირა ჩვენს ანიტას. მან მაქსიმალური ხარისხი დადო. მე ვთვლი რომ ის გამარჯვებულია“ – გიგა კუხიანიძე ემოციურ პოსტს ავრცელებს