ბიჭს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ! ის, რაც დათვმა დამართა ბავშვს, შოკში ჩაგაგდებთ!

გამოცემა The Guardian-სი იტყობინებოდა აშშ-ს ჩრდილოეთ კაროლინაში სიცივეში დაკარგული სამი წლის კეისი ჰეთეუეის გადარჩენის გასაოცარი შემთხვევის შესახებ. ბიჭი გაუჩინარდა 22 იანვარს ბებიასთან სახლის უკანა ეზოში თამაშის დროს. ბავშვი ამინდისთვის შეუფერებლად იყო ჩაცმული და ტემპერატურა მინუს ექვს გრადუსამდე დაეცა.

ბავშვის ძებნაში ვერტმფრენები, უპილოტო თვითმფრინავები იყო ჩართული, ასობით მოხალისე ტყეში ეძებდა.

პოლიციამ ბიჭი მხოლოდ 24 იანვარს იპოვა პატარა კუნძულზე. როგორ მოახერხა მან აქ მოხვედრა, სრულიად გაუგებარია. ბიჭმა თქვა, რომ მას გადარჩენაში მეგობარი - შავი დათვი ან, როგორც მათ უწოდებენ - ბარიბალი, დაეხმარა.

ბარიბალები, როგორც წესი, არ ესხმიან თავს ადამიანს, მაგრამ თან ცდილობენ თავიდან აიცილონ მასთან შეხვედრა.