„ჩემმა საკუთარმა მულმა იმდენი გააკეთა ფაქტიურად სახლში ბორდელი გამიხსნა და მეძაობა დამაწყებინა.. არვიცი ამ ჭაობიდან როგორ ამოვიდე..“

24 წლის ასაკში დავქვრივდი და შვილებს წვალებით ვზრდიდი გაჭირვება, ალბათ, უამრავ რამეს გაგაკეთებინებს ადამიანს, მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მეძაობა მოუწევდა. მართლაც მძიმე იყო 29 წლის ლიკას ინტერვიუ მოსასმენად და იმედია, ოდესმე მაინც დააღწევს თავს ჭაობს, საიდან ამოსვლასაც ცდილობს. ლიკა: – 20 წლის ასაკში გავთხოვდი, მე და ნუგზარს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. მალე ბავშვიც შეგვეძინა და მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, რომ მეუღლე ავტოკატასტროფაში დამეღუპა. ვცდილობდი, არ მენერვიულა, რომ მუცელი არ მომშლოდა და საბედნიეროდ, პატარა თორნიკე ასე შევინარჩუნე. 24 წლის ასაკში დავქვრივდი და შვილებს წვალებით ვზრდიდი. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ და თვითონ იყვნენ დასახმარებელი. მეუღლის მშობლები კი ძალიან ცუდად მომექცნენ, მითხრეს, ჩვენი შვილისთვის ცუდი ფეხი გქონია, საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და აქ შენ გამო დარჩა, რომ წასულიყო, იქნებ, ცოცხალი გადარჩენილიყოო. – მანამდე როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– ჩვეულებრივი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი შეუღლება არ გახარებიათ, მაგრამ ცუდადაც არ მექცეოდნენ. ცალკე ვცხოვრობდით და არაფერს მიშლიდნენ. ერთადერთი მული მემეგობრებოდა ძალიან. სულ ჩემთან იყო, მეუბნებოდა, აუტანელი მშობლები მყავს და იქ ცხოვრებას შენთან მირჩევნიაო. ცხოვრება არეული ჰქონდა. ვიღაც ბიჭმა შეაცდინა, თვითონ ამბობს, რომ ძალა იხმარა და დაფეხმძიმდა. გაგიჟებულმა სამი თვის ბავშვი მოიცილა. ამის შემდეგ მშობლები უფრო გადაირივნენ და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. – ამ დროს მეუღლე უკვე გარდა­ცვლილი გყავდა? – კი, ნუგზარი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამდენს ვერ გაბედავდა. არ მსიამოვნებდა მისი ცხოვრების წესი, მაგრამ ურთიერთობაში იმდენად თბილი და კომფორტული იყო, რომ დავთანხმდი. თან, მაშინ ვერ ვხვდებოდი საიდან, მაგრამ საჭმლის ფული მას მოჰქონდა სახლში, რომ მე და ჩემი შვილები შიმშილით არ დავხოცილიყავით. ორი პატარა ბავშვით სამსახურში გასვლას ვერ ვახერხებდი და მთელ დღეებს სახლში ვატარებდი. – უბედურება როდის დაიწყო? – ორი წლის წინ, როდესაც სახლში ვინმე თემური და რეზო მოიყვანა. მეგობრებად გამაცნო და მეც სუფრა გავუშალე, მაგრამ მალე მივხვდი, რომ კაცები ღამე წასვლას არ აპირებდნენ. თემური და ჩემი მული ერთად დაწვნენ, რა უნდა მეთქვა, იქ სკანდალს ხომ ვერ ავტეხდი?!

რეზოს კი ცალკე გავუშალე და ჩემს შვილებთან ერთად შევედი დასაძინებლად. შუაღამეს ჩემი ოთახის კარზე კაკუნმა გამაღვიძა. გავედი და რეზო იდგა ქვედა საცვლით. უცებ ხელი მომკიდა და მითხრა, რომ ხმა არ ამომეღო და ლოგინისკენ გამათრია. იმ ღამეს გამაუპატიურა. მივხვდი, რომ მულისთვის არაფრის თქმას აზრი არ ჰქონდა და მისი მოწყობილი იყო ყველაფერი, მაგრამ მეორე დღეს, როცა კაცები წავიდნენ, ისტერიკაში ჩავვარდი. სახეში სამი ასლარიანი მესროლა და მითხრა, აი, საიდან მოდის ეს ფული. დავიღალე და დროა, ერთი ადგილი შენც გაანძრიოო. არ ვიცი, რა დამემართა, რომ მაშინ ამ ჭაობში ჩათრევას დავთანხმდი და დღეს ჩემი სახლი ბორდელად არის ქცეული. – ბორდელში რას გულისხმობ? – ბავშვები ბებია-ბაბუასთან გავხიზნეთ, მულის რჩევით, კიდევ ორი გოგო დავიმატეთ და სახლი ნამდვილ ბორდელად იქცა. რამდენიმეჯერ მეზობლებმაც გვიჩივლეს, მაგრამ პოლიციიდან არავინ მოსულა. ყელში ამომივიდა ასე ცხოვრება, მინდა, რომ ყველაფერი დამთავრდეს, მაგრამ გამოსავალს ვერ ვპოულობ. საკუთარი თავი მეზიზღება. სამი თვეა, დედამთილ-მამამთილი ბავშვებსაც არ მაჩვენებს და ვერც ვამტყუნებ. ყურადღება: ფოტო პირობითია სალომე დადიანი