სოფო ბედიას სიმღერამ „იმედზე“ „პრაიმშოუში“ დიდი გამოხმაურება გამოიწვია ინტერნეტში. მრავალი პოსტი მიეძღვნა მის მიერ „პრისიონერას“ შესრულებას. სოფო ახლახან შექმნილ აჟიოტაჟს პოსტით გამოეხმაურა.
„დიდი მადლობა მეგობრებო… ყველას სათითაოდ მინდა გადაგიხადოთ გულწრფელი მადლობა… მესამე დღეა, მიხარია ასეთი გამოხმაურება, თუ სოციალურ ქსელში თუ პირად ზარებში. გავიხსენეთ ძველი დრო, ყველა მონაწილეს ჩემგან დიდი პატივისცემა და სიყვარული. მადლობა ტვ იმედს, პრაიმშოუს, შემოქმედებით ჯგუფს ასეთი „პერფორმანისისთვის“. გილოცავთ დამდეგ შობას, დაე, ყველას გულში იშვას უფალი იესო ქრისტე!.. გვიყვარდეს და დავაფასოთ ერთმანეთი…“
დაწვრილებით








