რატომ უნდა მოაჭრათ აუცილებლად კუთხე ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს

არც ისე დიდი ხნის წინ ტარდებოდა კვლევები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი უნდა შეიცვალოს სულ მცირე კვირაში ერთხელ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თქვენ საგულდაგულოდ რეცხავთ მას გამოყენების შემდეგ სოდით, ძმრით ან სხვა საშუალებით.

ყველა ეს პროცედურა სრულად ვერ სპობს ბაქტერიების უზარმაზარ რაოდენობას, რომლებიც გროვდება ღრუბელში გამოყენების დროს. სინამდვილეში ისპობა არაუმეტეს 60%-სა.

თუ ვერ აიძულებთ თავს გადააგდოთ ჭურჭლის ღრუბელი, მოაჭერით კუთხე და მეტი აღარ გამოიყენოთ ჭურჭლის გასარეცხად.

რისთვის უნდა გააკეთოთ ეს? უბრალოდ იმისთვის, რომ არ აგერიოთ და არ დაიწყოთ ისევ ამ ღრუბლით ჭურჭლის რეცხვა.

ღრუბელი მოჭრილი კუთხით დარჩება სახლში, მაგრამ თქვენ აღარასდროს გარეცხავთ ამ ღრუბლით ჭურჭელს, არ გაწმენდთ ღუმელს ან მაგიდის ზედაპირს. იგი გამოდგება სხვა მიზნებისთვის.

მოჭრილი კუთხე – სრის განმასხვავებელი ნიშანი, რომლის შესახებ ეცოდინება ყველა ოჯახის წევრს.

შეინახეთ ასეთი ღრუბელი ნიჟარის ქვეშ და გამოიყენეთ მაშინ, როდესაც დაგჭირდებათ ნაგვის ვედროს, უნიტაზის, ბავშვის ეტლის ან ველოსიპედის ბორბლების, ანდა ჭუჭყიანი ჩექმის გასაწმენდად. ამ შემთხვევაში არ დაგენანებათ ღრუბლის გადაგდება იმიტომ რომ გამოიყენებთ მას 100%-ით.