"საიდუმლო რასაც ამდენი ხანი ვინახავდი დროა გაიგოთ" - რას ამხელს ნუცა ბუზალაძე?

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, პროექტის - "ამერიკის ვარსკვლავის" ქასთინგი გაიარა.

როგორც თავად განაცხადა, პროექტში ჟიურის წევრები, კეტი პერი, ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი იქნებიან.

"საიდუმლო რასაც ამდენი ხანი ვინახავდი დროა გაიგოთ. გავიარე ქასთინგი პროექტში "ამერიკის ვარსკვლავი" American Idol, სადაც ჟიურის წევრები არიან: კეტი პერი, ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი. გვიყურეთ "ABC" ზე 19 თებერვლიდან!" - წერს ნუცა ბუზალაძე.