აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ვაჟის, ირაკლი შიოლაშვილის საკალათბურთო წარმატებების შესახებ საუბრობს და წერს, რომ ის ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილია, ახლა კი East Hampton-ის Varsity-ში თამაშობს, სადაც მოხვედრა და თამაში ადვილი არაა…
გთავაზობთ ცისნამი საყვარლიშვილის პოსტს:
„ხომ გითხარით, ჩემი შვილი დაფრინავს-მეთქი. არ გატყუებთ, ხალხო, კალათბურთის მოედანზე კი არ დარბის, დაფრინავს.
დაწერეთ, ხალხო, ამ პატარა, ახალგაზრდა ბიჭზე დაწერეთ, ჩემზე აღარ.
პირველი ქართველია, რომელიც East Hampton-ის Varsity-ში თამაშობს, სადაც მოხვედრა და თამაში ასეთი ადვილი არაა. პირველი ქართველია, ვისზეც მთელი ისტ ჰემპტონი, საუთჰემპტონი და ლონგ-აილენდი წერს, სტატიებს, ვიდეოებს, ფოტოებს აქვეყნებენ და მასში დიდ მომავალს ხედავენ.
„ინსტაგრამზე“ მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
დასდევენ რიქრუთერები, რომ არა ჩემთან წამოვიდეს, არა ჩემთანო.
მადლობა ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას, რომ ასეთი მაგარი ბიჭი გამოზარდა.
ირაკლი 5 წლის იყო, როცა მათთან აკადემიაში მივიდა და პირველი მოსწავლე, რომელიც მათთან ჩაირიცხა.
არაფერი დაიშურეს ირაკლისთვის, მაგარი ბიჭი გამოწრთვნეს.
მისი წარმატება, ზაზა ფაჩულიას აკადემიის წარმატებაა. მისი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.
დაწერეთ ამ პატარა ბიჭზე, რომელზეც მთელი ლონგ-აილენდი გიჟდება.
დადგება დრო და მასთან დაკავშირებას აგენტებით შეძლებთ.
მე დედა ვარ მისი და მისი წარმატება ძალიან მიხარია.
ხმამაღლა ვყვირი, რომ მე ეს შევძელი, ჩემი შვილი ჩემ გვერდითაა და ის წარმატებულია.
გთხოვთ, გაიხარეთ ჩვენი სიხარულით.
მე ბედნიერი და ამაყი ვარ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
#Shiola is the best!“








