14 წლით უმცროსი მეუღლე და მოდელი შვილი, რომელიც პოპულარული "ინფლუენსერია" - ცნობილი ადვოკატის უცნობი ოჯახი: რატომ ჩამოაკითხა ჰოლივუდის ვარსკვლავმა ხაჭაპურიძის ქალიშვილს?

ლი­კუ­ნა ჭან­ტუ­რია ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ინფლუ­ენ­სე­რია. რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკვე, რაც მო­ა­ხერ­ხა, რომ სა­კუ­თა­რი ჰობი პრო­ფე­სი­ად ექ­ცია. წლე­ბის წინ "ინ­სტაგ­რამ­ზე" შექ­მნი­ლი პრო­ფი­ლი, მო­მა­ვალ­ში შე­მო­სავ­ლის წყა­როდ აქ­ცია. ამ­ჟა­მად 145 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, მუ­შა­ობს რო­გორც ქარ­თულ, ისე უცხო­ურ ბა­ზარ­ზე. "ტი­კტოკ­ზე" ლი­კუ­ნას 61.8 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, პო­პუ­ლა­რუ­ლია მისი ვი­დეო კონ­ტენ­ტიც.
ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ფო­ტო­მო­დე­ლი და "ინფლუ­ენ­სე­რი" ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე სან­დრო ჭან­ტუ­რი­ა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე სა­ცხოვ­რებ­ლად გერ­მა­ნი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა, გარ­და უამ­რა­ვი მა­ღა­ლი კლა­სის ბრენ­დი­სა, ის "პრა­დას­თან" და The KARL LAGERFELD-თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მაგ­რამ მალე ისევ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და...
ვინ არის ლი­კუ­ნა ჭან­ტუ­რია, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძით გა­იც­ნო?


ის ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის, ამ­ჟა­მად ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის შვი­ლია. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ლიკა მე­უღ­ლის გვარ­ზე გა­და­ვი­და.
შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 1966 წელს ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის - მღვდელ ისა­ია ხა­ჭა­პუ­რი­ძის ოჯახ­ში. რო­გორც მის მიერ შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, მე­უღ­ლე დი­ა­ნა ხო­ფე­რია, შალ­ვა­ზე 14 წლით უმ­ცრო­სია, ქალი 1980 წელს და­ი­ბა­და. პირ­ვე­ლი შვი­ლი ლი­კუ­ნა ხა­ჭა­პუ­რი­ძე 1996 წელს შე­ე­ძი­ნათ. წყვილს ლი­კუ­ნას გარ­და კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავს - გუ­რა­მი და მა­რი­ა­მი.
"დი­ა­ნა ხო­ფე­რია "KH & PARTNERS“-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რია. დი­ა­ნას აქვს იუ­რის­ტად მუ­შა­ო­ბის 20 წელ­ზე მეტი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა, იგი სპე­ცი­ა­ლი­ზირ­დე­ბა კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო სა­მარ­თლის დარ­გში" - ვკი­თხუ­ლობთ შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე. რო­გორც ჩანს, ის მე­უღ­ლის კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.