"მე, აწყობამდე" - თათა გიორგობიანი ძველ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი თათა გიორგობიანი ცნობილი "ღამის შოუს" ბენდიდან გახდა. თათას თქმით, სიმღერის პარალელურად, არაერთი მიმართულებით მუშაობს და გულშემატკივებს სოციალურ ქსელშიც ანებივრებს ხშირი აქტიურობით. თათა საკუთარი ფოტოებიდან ყოველთვის უამრავ კომლპიმენტსა და დადებით შეფასებას იღებს.
ამჯერად მომღერალმა ძველი ფოტო გამოაქვეყნა და დაასათაურა: "მე, აწყობამდე". როგორ თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, არ დაუმალავს, რომ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული.


"მაქვს გაკეთებული ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და ძალიან ბედნიერი ვარ. ვისაც უნდა გაკეთება, ყველას ვურჩევ. თან მე სუნთქვის პრობლემაც მქონდა და დავისვენე. არ მესმის, რატომ უნდა დავმალო, როცა ადამიანი საკუთარ თავთან არაკომფორტულად ხარ და მით უმეტეს, სცენაზე დგახარ. რატომაც არა? ტუჩიც მაქვს ცოტათი გაკეთებული, მაგრამ ცოტა ხანში დაცხრება და აღარ ვაპირებ გაკეთებას. გარეგნობაზე სულ ექსპერიმენტებს ვატარებ, თმაზეც ყველა ფერი მოვსინჯე – ეს ცვლილებები ჩემთვის სასიამოვნო პროცესია. აი, მკერდი ნამდვილად ჩემია", - ამბობდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში. ფოტო იხილეთ ლინკზე