ვიდეო: „შენ რომ გიყურებ, მოტივაცია მემატება“ – ლოლა წერეთელი საზოგადოებას ბარბარობას ულოცავს და საკუთარი შესრულების კადრებს აქვეყნებს

დღეს, 17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ბარბარობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მომღერალი ლოლა წერეთელი და მოქალაქეებს ამ დღეს ულოცავს.

მისალოც ტექსტს მომღერალი თან ურთავს ვიდეოფრაგმენტს საკუთარი შესრულებიდან.

„ჩემო ძვირფასებო, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს შემობრძანებას გილოცავთ, ვულოცავ ემიგრაციაში მყოფებს“, – წერს ლოლა წერეთელი.

ვიდეო: ლოლა წერეთლის ახალი შესრულება: „მიყვარს მისი სიმღერები…“

„საუკეთესო ქალბატონი“, „შენ რომ გიყურებ, მეც მოტივაცია მეძლევა“ – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.