„თითქოს გიორგის გემოვნებას მოვერგე და იმიტომაც გავიკეთე მკერდის ოპერაცია…“ – მარი ნაკანი ყოფილ მეუღლეზე

მარი ნაკანი გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მეუღლესთან, გიორგი მამასახლისთან განშორებაზე საუბრობს.

ფოტოგრაფი, მარი ნაკანი და მისი მეუღლე ახლახან დაშორდნენ. მარიმ ამის შესახებ ვიდეო ჩაწერა, სადაც ემოციურად ისაუბრა მეუღლესთან განშორების დეტალებზე.

„გიორგიმ მომწერა, „საბერძნეთიდან რაღაც ჩამოგიტანე და საქმიანად შევხვდეთო“… არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს. თვალები ცრემლიანი და ნაღვლიანი…“ – მარი ნაკანი მეუღლესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

როგორც ანონსიდან ირკვევა, მარი ნაკანი გადაცემაში პირად ცხოვრებაზე საუბრობს და ქმართან დაშორების განცდებს იხსენებს.

გადაცემას ვრცლად მაყურებელი ოთხშაბათს, 22:00 საათზე იხილავს:

„სტაციონარში რომ ვიწექი დამადო და ამიკრძალა წამლების დალევა… მარი არასოდეს არ არის საკმარისად კარგი რაღაცაში… თუ რაღაცა ისე არ გადავიღე, იქაც კრიტიკაა… თითქოს გიორგის გემოვნებას მოვერგე და იმიტომაც გავიკეთე მკერდის ოპერაცია… რომ გამოვედი სტაციონარიდან სახლში არცერთი მისი ნივთი აღარ დამხვდა ისე, რომ არც მელაპარაკა“, – ამბობს მარი ნაკანი.