გენიალური ბალანსი ვიზუალურ ჰარმონიასა და რიტმს შორის – გალერეაში „ვანდა“ მხატვარ ქეთევან შალამბერიძის გამოფენა „ბალანსი“ იმართება

26 სექტემბერს, გალერეაში „ვანდა“, გაიხსნა ქეთევან შალამბერიძის გამოფენა „ბალანსი.“

ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბოლო წლებში მხატვრის მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.

სწრაფად ცვალებად სამყაროში ადამიანისთვის მეტად მნიშვნელოვანია ბალანსისა და ჰარმონიის მიღწევა, წონასწორობის შენარჩუნება, რათა აკეთოს ის, რაც მას ევალება და რაც თავად სურს.

ქეთევან შალამბერიძისთვის წონასწორობის ძიება და მიღწევა – ხატვის პროცესშია. მისი სწრაფვა ვიზუალური ჰარმონიისა და რიტმისკენ, რასაც იგი ხაზის, ფერისა და ფორმის საშუალებით აღწევს, ნათლად ჩანს ექსპოზიციაში წარმოდგენილ ნამუშევრებში, რომლებიც სწორედ ამ იდეით არის გაერთიანებული.

ცნობისთვის, გამოფენა 26 სექტემბერს გაიხსნა და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.