„ერთ კაბას მეორედ ვეღარ ჩავიცვამ“ - რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს სოფო ბედია

მომღერალი სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს თუ რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს. როგორც თავად ამბობს, ისეთი პროფესია აქვს, რომ ერთ კაბას მეორედ ვეღარ იცვამს და არ უღირს მასში კოლოსალური თანხა გადაიხადოს. „არ მიყვარს ბრენდებში სასწაული თანხების დახარჯვა. მერე რომ მთელი თვე მშივრები სხედან, ოღონდ ბრენდი ეცვათ და მზად არიან, მასში კოლოსალური თანხა გადაიხადონ, მათი არ მესმის და მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას. მიყვარს კოხტად და ლამაზად ჩაცმა, მომწონს ის, რაც მიხდება. მირჩევნია, შევიკერო და გაცილებით ნაკლები თანხა დამიჯდეს, ვიდრე კაბაში, რომელიც მხოლოდ ერთხელ უნდა ჩავიცვა, უზარმაზარი თანხა გადავიხადო. ასე არასდროს მოვქცეულვარ, სისულელეც კი მგონია. როდესაც მილიონერი ხარ და „თავზე გადაგდის“, რატომაც არა?! „შანელსაც“ ჩაიცვამ და „გუჩისაც“, მაგრამ, როცა ამდენის საშუალება არ გაქვს, ჯობს, ყველაფერს რეალურად შეხედო. მე ისეთი პროფესია მაქვს, ერთ კაბას მეორედ ვეღარ ჩავიცვამ, ამიტომ კაბებს ვერ გადავაყოლებ მთელ ჩემს ფინანსებს. ოჯახი რომც არ მქონდეს და მარტო ჩემს თავზე ვზრუნავდე, მგონია, რომ დღევანდელი შოუბიზნესის წარმომადგენლებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩანთებსა და კაბებში კოლოსალური თანხები ვიხადოთ. ეს ნიშნავს, რომ მეორე დღეს ყავის დასალევი ფული არ გვექნება და ეს ჩემთვის დიდი სისულელეა. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ“, - ამბობს მომღერალი.