ვიდეო: „ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი ადამიანები“ – დუეტი „გურიშ ვარდი“ კონცერტებს სამეგრელოდან იწყებს

დუეტმა „გურიშ ვარდი“ მეოთხე სიმღერა ჩაწერა.

თეო და ბოკა სიმღერის პრემიერას სულ მალე გამართავენ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ჯგუფი კონცერტებსაც გამართავს. კონცერტები კი სტარტს სამეგრელოდან აიღებს.

შეგახსენებთ, რომ დუეტი ორი ნიჭიერი მომღერლის, თეო ჯგერენაიასა და ბოკა კვეკვესკირის კოლაბორაციას წარმოადგენს.

თეომ და ბოკამ რამდენიმე კვირის წინ მესამე სიმღერა „სკან გოლუა“ გამოუშვეს, რომელმაც საზოგადოების მხრიდან ამეჯრადაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

ვიდეო: „უკვე მესამე მეგრულ სიმღერას ვწერთ, გაჩერებას არ ვაპირებთ“ – გაიცანით დუეტი „გურიშ ვარდი“, რომელიც საზოგადოებამ უკვე შეიყვარა

„მიყვარს ეს სიმღერა საოცრად ასრულებთ, შემდეგი სიმღერებიც უდავოდ კარგი იქნება, გელოდებით“

„მოსანატრებელი ჟამი დაგვიდგა. ღმერთმა გვიმარავლოს თქვენნაირი უკარგესი ადამიანები“

„გაიხარეთ, შესანიშნავი შესრულებაა,“ – აღნიშნავს მსმენელი.

ახალი მუსიკალური პროექტი „გურიშ ვარდი“ : ჩვენი მიზანია, რომ მივიწყებული მეგრული სიმღერები გავაცოცხლოთ და განვაახლოთ…