სააკაშვილი: გირგვლიანის ისტორია იყო ძალიან ტრაგიკული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ საუბრობს.

„ეს იყო ძალიან ტრაგიკული ისტორია. ის ხალხი, ვისაც გირგვლიანი შემოაკვდა, მალევე იქნენ დაპატიმრებული. მაგრამ, მე ვთვლი, რომ სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ვინც რამე შეხებაში იყო ამ საქმესთან ყველა უნდა გამეშვა თანამდებობიდან. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა“, - ამბობს სააკაშვილი.