როგორ შევამციროთ ენერგიის ხარჯვა ბინაში, უცნობი ხრიკი

ელექტროენერგიის გადასახადის ანგარიშში თანხის დაახლოებით 20 პროცენტს „უზრუნველყოფს“ მაცივარი. არსებობს საშუალებები იმისთვის, რომ აგრეგატი არ იყოს ასეთი „გაუმაძღარი“ და დავზოგოთ თანხები თუ ოჯახი დიდია და მაცივრის კარი მუდმივად იღება, შეეცადეთ დაიცვათ წესი: შეავსეთ იგი პროდუქტებით 2/3, დანარჩენი სივრცე დატოვეთ ჰაერისთვის. მაშინ მოწყობილობას არ მოუწევს ყოველთვის გადატვირთვა, რათა გააგრილოს საჭირო ტემპერატურამდე თბილი ჰაერის დიდი მოცულობა, რომელიც აღმოჩნდება შიგნით სანამ კარი ღიაა.

წელიწადში ორჯერ, ხანდახან სამჯერაც კი უნდა გაწმინდოთ გამაგრილებელი კლაკნილა. მასზე ილექება მტვერი და სხვა ნაგავი. ეს კი ართულებს ჰაერის თავისუფალ გამავლობას მოწყობილობის ირგვლივ, და იგი იძულებულია იმუშაოს უფრო ინტენსიურად

არ ღირს მაცივრის გამოყენება უამრავი ნივთის ქვეშსაგების სახით, აგრეთვე რაიმეს მიდგმა გვერდებზე. მოწყობილობას მოუწევს დატვირთვა, რომ მოიშოროს ცხელი ჰაერი, რომელიც ჩნდება გაგრილების პროცესში. ამისთვის კი დაჭირდება მეტი ენერგია.

დროულად გაალღვეთ მაცივარი. ყინულის ნახევარი სანტიმეტრის სისქე ნიშანია იმისა, რომ დროა შეუმსუბუქოთ მოწყობილობას ცხოვრება და შეამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება.

თხევადი პროდუქტების შემცველ ჭურჭელს ყოველთვის დააფარეთ თავსახური, რომ არ შეიქმნას მომეტებული ტენიანობა და კომპრესორის გაძლიერებული მუშაობა

და არ იფიქროთ დიდ ხანს მაცივრის ღია კართან. სწრაფად გააღეთ და დახურეთ კარი.