„ბელგიაში დაკრძალავენ, გამორიცხულია სუიციდი, შეყვარებულთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება...“ - ვრცელდება ლიზა ქისტაურის საქმის ახალი დეტალები

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს. ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა. უამრავი ადამიანი წუხს ამ ფაქტის გამო და საჯაროდ აფიქსირებს აზრს. „კურიერმა“ ახალი დეტალები გაარკვია და მათი ცნობით, ქისტაურს ოთხშაბათს, 11 იანვარს ანტვერპენში დაკრძალავენ. როგორც ცნობილია, ეს ოჯახის გადაწყვეტილებაა.


ერჯერობით უცნობია, გარდაცვალების მიზეზი. ამას ბელგიის სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ. თუმცა, პირველადი მოკვლევის თანახმად არ აღინიშნება ძალადობის კვალი. მეგობრები გამორიცხავენ როგორც სუიციდს ისე შეყვარებულის მხრიდან ძალადობას.