9 წლის თამარ ტურფიაშვილი, რომელსაც ისრაელის ქალაქ აშდოდში საჰაერო განგაშის ჩართვის შემდეგ გული გაუჩერდა, ექიმების მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა.
თამარს გულის შეტევა რამდენიმე დღის წინ დაემართა. აშდოდში, საჰაერო განგაშის ჩართვის შემდეგ ოჯახის წევრებმა თავშესაფარში დამალვა მოახერხეს, თუმცა, 9 წლის გოგოს პანიკური მწვავე შეტევა დაემართა, გონება დაკარგა და გული გაუჩერდა.სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ექიმებმა პულსი დაუბრუნეს, მაგრამ გოგონა ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იყო. 9 წლის თამარი დღეს გარდაიცვალა.
დაწვრილებით