არია პერმანა, ასე ჰქვია ბიჭს, წარმოშობით ინდონეზიიდანაა. მას ასეთი შთამბეჭდავი წონა ჰქონდა სრულიად არაჯანსაღი კვების გამო: ის უპირატესობას გაზიან სასმელებს, სწრაფი კვების პროდუქტებს, ე.წ. ფასტფუდსა და სხვა ცხიმიან საკვებს ანიჭებდა.
ჭარბი წონის გამო, ბავშვი ვერ მიდიოდა სკოლაში, ამიტომ სახლში სწავლობდა. მას მხოლოდ აუზში ბანაობა შეეძლო, რადგანც აბაზანაში უბრალოდ არ ეტეოდა.
ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ ექიმები იძულებულნი გახდნენ ოპერაცია გაეკეთებინათ კუჭის ნაწილის ამოსაკვეთად.
რა თქმა უნდა, მას ბევრი ზედმეტი კანი გაუჩნდა. ამიტომ, ახლა ექიმები ამზადებენ ბავშვს ოპერაციისთვის ზედმეტი კანის მოსაცილებლად.
დღეს არია თავს ბევრად უკეთესად გრძნობს: ის სკოლაში ყველასთან ერთად დადის, მეგობრებთან ერთად თამაშობს და თინეიჯერებისთვის ჩვეულ ცხოვრებას ეწევა.