26 დეკემბერს, მრავალი სიმღერის ავტორი, კომპოზიტორი და შემსრულებელი მაიკო კაჭკაჭიშვილი მეგობრებთან ერთად Rumor-ში იმღერებს და ეს იქნება მისი პირველი კონცერტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ. საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან, პოპულარული ქართველი მომღერლები, რომლებიც მაიკოს რეპერტუარიდან სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპოზიციებს ააჟღერებენ.
საღამოზე სცენას კომპოზიტორთან ერთად გაინაწილებენ: აჩიკო მეფარიძე, კახა კუხიანიძე, დათუნა ლაზარიშვილი, დათუნა მგელაძე, ია ჩანტლაძე, მარიამ გულბანი, ელენე მიქიაშვილი, მაკა ზამბახიძე, მარკუს მეტრეველი, ნათია დუმბაძე, ნინი ბადურაშვილი, ნინო ჩხეიძე, რატი დურგლიშვილი, თამთა ჭელიძე, ძვალი, გოგა მესხი, ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, ნანუკა ქარუხნიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ტატო გოდერძიშვილი. სპეციალური სტუმარი: ნათია ბუღრიძე.
„დავბრუნდეთ ეპოქაში, როცა მუსიკა უფრო ხმამაღალი იყო, ემოციები – უფრო ნამდვილი…“, აღნიშნულია კონცერტის რეკლამაში.
ბილეთებისთვის ეწვიეთ საიტს.








