„გაუმარჯოს 2025 წლის ახალ იდეას! კარგი ამბები იგეგმება. შედეგი მალე, ზუსტად ერთ კვირაში იქნება“ – თიკა ფაცაცია მეგობრებთან ერთად სიახლეს აანონსებს

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც რუსა მორჩილაძესთან, მარიამ ცქიფურიშვილთან და არჩილ სოლოღაშვილთან ერთად არის გადაღებული. 

როგორც თიკა წერს წელიწად-ნახევარია მეგობრებთან ერთად სიახლეს ამზადებს და ამის შესახებ გულშემატკივრებს 1 კვირაში შეატყობინებს. 

„ამ ვიდეოთი ვამხელ ამბებს რასაც ბოლო წელიწად-ნახევარია ვამზადებთ ❤️ ყოველ დღე ნელ-ნელა შეგიყვანთ იმ სამყაროში რაშიც ჩვენ ვიტრიალეთ და სადაც მოვედით ❤️ უნიჭიერესი ხალხის გარემოცვაში ვიყავი სულ და კარგი შედეგიც მალე, ზუსტად ერთ კვირაში იქნება.

მანამდე დაელოდეთ ყოველდღე პატარ-პატარა ნიუსებს დიდ ამბამდე❤️ ვარ მადლობელი და ვარ ბედნიერი ❤️❤️ ხვალ დავიწყებ სულ თავიდან ამბის მოყოლას 😍 @archil_sologhashvili @rusamorchiladze @mariam_tskipurishvili

აბა მომწერეთ რაზე შეიძლება იყოს საუბარი? 👀“, – წერს თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში.