ვიდეო: „შენ ხარ საუკეთესოთა შორის საუკეთესო, რომ არ გიცნობდე, ალბათ შეფასება ბევრად მძაფრი იქნებოდა, მაგრამ მიჩვეული ვარ და მაინც ახერხებ გაკვირვებას“ – რატი დურგლიშვილი მაკა ზამბახიძეს მიმართავს

ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური გადაცემის – „ავტოგრაფის“ გასული ეპიზოდი კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებას მიეძღვნა.

ამავე გადაცემაში მომღერალმა მაკა ზამბახიძემ შეასრულა ოთარ ტატიშვილის კომპოზიცია „სიმღერა ჩემი ფრთებია“, რომელიც მან ეთერ კაკულიას მიუძღვნა.

აღნიშნული სიმღერის შესრულების შემდეგ მაკა ზამბახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ სიმღერის შესრულება მისთვის დიდი პატივია:

„გენიალურმა კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა ეს სიმღერა ეთერ კაკულიას მიუძღვნა, მან კი საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე შეასრულა და ამით დაემშვიდობა საყვარელ მსმენელს.

მადლობა მაესტროს, რომ მომცა შესაძლებლობა, მემღერა „ავტოგრაფში“ მის საღამოზე. ეს ჩემთვის დიდი პატივია“, – დაწერა მაკა ზამბახიძემ.

მაკა ზამბახიძის აღნიშნულ შესრულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალი რატი დურგლიშვილიც:

„მიკერძოების გარეშე რომ ვთქვა, შენ ხარ საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ის, რასაც შენი პროფესიონალიზმით, საქმის სიყვარულით, მიზანდასახულობით, ნიჭითა და სტაბილურობით აფიქსირებ, რომ არ გიცნობდე, ალბათ შეფასება ბევრად მძაფრი იქნებოდა, მაგრამ მიჩვეული ვარ და მაინც ახერხებ გაკვირვებას“, – წერს რატი დურგლიშვილი „ფეისბუკში“.