რას ამბობს ნუცა თოფურია უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გამოგზავნილ ბრილიანტის ბეჭედზე: „არ ვატარებ… სხვათა შორის, ოქრო რომ მიკეთია, ეგრევე ვკარგავ…“

მომღერალმა ნუცა თოფურიამ გადაცემაში „სარკასტიკა“ უცნობი თაყვანისმცემლის მიერ გაგზავნილი ბრილიანტის ბეჭდის ისტორია გაიხსენა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, საჩუქრის გამომგზავნის ვინაობა დღემდე დაუდგენელია, რის გამოც მისი უკან დაბრუნება ვერ მოხერხდა.

გადაცემის წამყვანმა, გიორგი ნაზღაიძემ, გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მომღერალს, მაშინ, როდესაც ის ბათუმში იმყოფებოდა, თბილისში უზარმაზარი ბრილიანტის თვლით გაფორმებული ბეჭედი მიართვეს.

ნუცა თოფურიამ თქვა, რომ საჩუქრის გამომგზავნი არ გამოჩენილა.

რაც შეეხება საჩუქრის დაბრუნების საკითხს, მომღერალმა განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევებში ის ყოველთვის სთავაზობს გამომგზავნს ნივთის დაბრუნებას, თუმცა, თუ პირი კატეგორიულ უარს აცხადებს, ის თავადაც წყვეტს მცდელობას. თოფურიამ დასძინა, რომ აღნიშნულ ბრილიანტს არ ატარებს და ზოგადად, მისთვის ოქროს სამკაულების ტარება სირთულეს წარმოადგენს, რადგან მათ ხშირად კარგავს.

„მე აუცილებლად ვთავაზობ ხოლმე [დაბრუნებას]… თუ თავი გაიგიჟა, არ დავიბრუნებო, მეც არ გავიგიჟებ თავს, მაგ ბრილიანტს არ ვატარებ… სხვათა შორის, ჩემგან გადის ოქრო, ოქრო რომ მიკეთია, ეგრევე ვკარგავ“, – აღნიშნა მომღერალმა.