„ეს ვაჟკაცები დამხვდნენ, მახარეს, რომ დიდი ბაბუა გავხდები, ანგელოზის სახელიც მაცნობეს, ლაშა ბასლანძე 2“ – რას წერს ლაშა ბასლანძის მამა

გასული წლის 27 ოქტომბერს გარდაცვლილი პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის მამა, აკაკი ბასლანძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აკაკი ბასლანძე წერს, მისი შვილიშვილი, ლუკა ბასლანძე ელოდება შვილს, რომელსაც ლაშას საპატივსაცემოდ, მის სახელს დაარქმევს.

„დილით 08:00 სთ-ზე ეს ვაჟკაცები დამხვდნენ ლაშასთან…

ლუკა ბასლანძე (შვილიშვილი) ძმაკაცებთან ერთად და მახარეს, რომ მე 2026 წლის ოქტომბერში გავხდები დიდი ბაბუა.

ანგელოზის სახელიც მაცნობეს, ლაშა ბასლანძე 2.

ლაშა ხომ ოქტომბერში „წავიდა“…

დიდება უფალს“, – წერს აკაკი ბასლანძე სოციალურ ქსელში.

„დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო, ამ სილამაზისთვის“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბასლანძის მამა

შეგახსენებთ, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გასული წლის 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.