ვიდეო: „ფეხზე ბოლომდე ჯერ ვერ დგებოდა, ლაპარაკიც უჭირდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მღეროდა და დედიკოს ულოცავდა დაბადების დღეს“ – მიხეილ სააკაშვილი ალისკას ვიდეოს აქვეყნებს

მომღერალი სოფო ნიჟარაძე იუბილარია. სოფომ უამრავი მილოცვა მიიღო. მისალოცი პოსტი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმაც გამოაქვეყნა. 

ვიდეო: „დაბადების დღეს გილოცავ, მთვარის გოგონავ“ – მიხეილ სააკაშვილის მილოცვა სოფო ნიჟარაძეს

ამჯერად, მიხეილ სააკაშვილი ალისკა სააკაშვილის ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც მისი პატარაობისას, სოფოს დაბადების დღეზე არის გადაღებული. უსაყვარლესი ალისკა მთელი გულით დედას უმღერის და იუბილეს ულოცავს. 

„ალისა, სულ პატარა, ფეხზე ბოლომდე ჯერ ვერ დგებოდა, ლაპარაკიც უჭირდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მღეროდა და დედიკოს ულოცავდა დაბადების დღეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.