ვიდეო: „ბავშვობიდან კვებითი აშლილობა მაქვს“ – ნუცა სურგულაძე ჭარბ წონასთან ბრძოლის გზებზე საუბრობს

შეფმზარეული ნუცა სურგულაძე საკუთარ Youtube პროექტში „Easy Plate • მარტივი თეფში“ ჭარბწონიანობაზე და მასთან გამკლავების გზებზე საუბრობს.

„ბავშვობიდან მქონდა კვებითი აშლილობა და რადიკალურ დიეტებზე ვიყავი. წყალზე, გამოხდილ წყალზე ან იოგურტზე ვიყავი მთელი დღე. დავიკლებდი 10 კილოს, მოვიმატებდი 15-ს, დავიკლებდი 8 კილოს, მოვიმატებდი 18-ს და ასე ავედი 80 კილომდე, რაც ჩემი ასაკისთვის, 18-ის ვიყავი მაშინ, საკმაოდ დიდი წონა იყო. თან საფრანგეთში ვმუშაობდი და ძალიან დამსტრესა. 

„მასტერშეფში“ რომ გამოვედი ეკრანზეც არ იყო კარგი, რადგან ეკრანი კიდევ უფრო გასუქებს და ყველაზე ეგონა, რომ ზოგადად ძალიან მსუქანი ადამიანი ვიყავი. შემდეგ როცა დავიკელი ხალხს ეგონა, რომ ძალიან ბევრი კილოგრამი დავიკელი. მე უბრალოდ დავბრუნდი ჩემს ჩვეულებრივ წონაზე, რადგან ეს მომატება და დაკლება ძალიან რთული ამბავია“, – აცხადებს ნუცა სურგულაძე.