უკრაინელი ინფლუენსერი და ბლოგერი ვიქტორია მელნიჩუკი, რომელმაც 2025 წელს, პროექტ „გამომყევი აჭარაში“ გაიმარჯვა, „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ ესტუმრა და სხვა და სხვა მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა მეგობრებს შეეხო, რაზეც ვიქტორიამ განაცხადა, რომ პროექტში მონაწილეობის პარალელურად, მისმა მეგობრებმა ძალიან გაუცრუეს იმედები, რადგან მაშინ, როდესაც გამოქვეყნებულ კონტენტზე მოწონებებს, კომენტარებს და ასევე, გადაზიარებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მისი მეგობრები ამ კუთხით საერთოდ არ აქტიურობდნენ.
ვიქტორია მელნიჩუკი აცხადებს, რომ დღეს მისი მეუღლე მისი საუკეთესო მეგობარია, რომელიც გვერდში უდგას და რომ არა ის, შესაძლოა აღნიშნული წარმატებისთვის ვერ მიეღწია.
„ჩემი ქმარი არის ჩემი მეგობარი. ჩემი ქმარი ჩემთვის ყველაფერია, გინდა საქმიანობაში… გიორგი რომ არა, არაფერი ვიქნებოდი, იმიტომ რო ძალიან სწრაფად ვნებდები ზოგ მომენტებში. რაღაც მიზანი კი მაქვს ხოლმე, მაგრამ თუ არაფერი გამომივიდა და ვსიო, წავედი სხვა რაღაცაზე ვერთვები. გიორგი რომ არა მილიონი საქმე მექნებოდა დაწყებული, მაგრამ არცერთი დამთავრებული.
ცალკე გართობა, ცალკე მოგზაურობა გიორგისთან ერთად შემიძლია ყველგან წავიდე გინდა კლუბში, გინდა დასასვენებლად წავიდე, ჭორაობა მინდა გიორგისთან ვიჭორაო…
ამიტომ, არასდროს მიგრძვნია დიდი მოთხოვნილება მეგობრებში და სამეგობროში.
ვხვდები, რომ რეალურად საჭიროა ეს ადამიანისთვის, მაგრამ იმდენად მივსებს… და ცალკე კიდევ იმედები გამიცრუეს იმ ადამიანებმა, ვისაც ვენდე და ახლოს ვიყავი, რომ აღარ მინდა რა…
მე ჩემი ქმარი მყავს და აღარც მჭირდება არავინ.
ცალკე და მყავს, ასევე გიორგის ოჯახის წევრები, რომლებთანაც კარგად ვარ…“, – აცხადებს ვიქტორია მელნიჩუკი.
– მეგობრებმაც გაწყენინეს? აი ამ პროექტის ფარგლებში
„კი, პროექტის დროს, როცა შენმა სამეგობრომ იცის, რომ პროექტში მონაწილეობ და ყველა „ლაიქი“, ყველა კომენტარი, ან გადაზიარება ზალიან მნიშვნელოვანია. „ინსტაგრამზე“ რომ ამოწმებ პოსტის მოწონებებს და მეგობრები არ არიან მაგ სიაში და უცხო ხალხი რომ არის… ამას შურს ვუკავშირებ. ეს არის ერთადერთი ახსნა, რომ ადამიანს არ უნდა შენ იყო… ეს წარმატების ნაწილია ხომ? გავიმარჯვე პროექტში, დავდე 300 მილიონი ნახვა და ეს ხომ აუდიტორიის დამსახურება უნდა იყოს წესით. მე ვქმნი კონტენტს, ისინი „მილაიქებენ“ და მიყურებენ. ისინი კი თუ არ „მილაიქებენ“ და არ მიყურებენ, ესეიგი არ უნდატ, ომ მე ვიყო წარმატებული, ნახვები მქონდეს და არ გავიმარჯვო“, – აცხადებს ვიქტორია მელნიჩუკი.








