ვიდეო: „კახეთოს ახალი ვერსია გავამზადე კაპელასთან ერთად ამ საოცრმა კაცმა რომ იმღეროს“ – დავით არჩვაძე ინტერნეტსენსაციად ქცეულ „კახეთოს“ შესრულებას ეხმაურება

ედო არზუმანოვის შესანიშნავ შესრულებას სოციალურ ქსელში დავით არჩვაძე ეხმაურება.

არჩვაძე წერს, რომ მან „კახეთოს“ ახალი ვერსია სწორედ არზუმანოვისთვის შექმნა.

„კახეთოს ახალი ვერსია გავამზადე კაპელასთან ერთად ამ საოცრმა კაცმა რომ იმღეროს, ჩავიბარებ და მალე დავაგუგუნებთ ამავე ტონალობაში რომ დაინგრეს ყველაფერი,“ – წერს დავით არჩვაძე.

ცნობისთვის, ედო არზუმანოვის ნამღერმა სოციალური ქსელი მოიცვა.

კადრებში სიმღერის მოყვარული ედო არზუმანოვი უდიდესი ემოციით, შესანიშნავად ასრულებს ნუნუ დუღაშვილის „კახეთოს“.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ის ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში მუშაობს.

„ამას სამზარეულოში რა უნდა – გაიყვანეთ დარბაზში და ამღერეთ“, „ეს კარგი კაცი მინდა გავიცნო“ – ვინ არის მამაკაცი, რომლის შესრულებამ მსმენელები სასიამოვნოდ გააოცა

ვიდეო: ინტერნეტსენსაციად ქცეული „კახეთოს“ შემდეგ, ედო არზუმანოვი სოციალურ ქსელს ნუცა თოფურიასთან ერთად ნამღერი „ძველი ჰანგით“ იპყრობს – „ეს ადამიანი სცენაზე უნდა იდგეს, მას ყველა უნდა იცნობდეს“