სირენომელია - ეს განვითარების ანომალიაა, რაც ქვედა კიდურების შეტყუპებით გამოიხატება და თევზის კუდს ჩამოჰგავს.
ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში დაიბადა ბავშვი სირენომელიით, ანუ სირინოზის სინდრომით, იუწყება გამოცემა The Times of India.
სირენომელია - ეს განვითარების ანომალიაა, რაც ქვედა კიდურების შეტყუპებით გამოიხატება და თევზის კუდს ჩამოჰგავს. ამასთან, ჩვილს ხშირად არ აქვს გარე სასქესო ორგანოები და ასევე განუვითარებელია კუჭ-ნაწლავის სისტემა. ანომალია გვხვდება 100 000 შემთხვევაში ერთხელ. ახალშობილი, როგორც წესი, ერთ ან ორ დღეში იღუპება.
გამოცემის ინფორმაციით, მშობიარობა ნორმალურად წარიმართა, მაგრამ თავად ახალშობილის მდგომარეობა მეტად მძიმე იყო. ექიმებს მისი საოლქო საავადმყოფოში გადაყვანა სურდათ, მაგრამ ვერ მოასწრეს - ჩვილი დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში დაიღუპა.
მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ ვერც ბავშვის სქესის დადგენა მოახერხეს.