„ანა ტყებუჩავას პოდკასტს „მეხუთე ელემენტი“ მეგობრები – ირინა ონაშვილი და ვიკა ბუკია ესტუმრნენ.
ირინა ონაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ბრძოლები აქვს საკუთარ თავთან:
„პირდაპირ არა, მაგრამ მაგალითად, განწყობით მიგრძნია, რომ ჩემს აზრს არ მოუსმენენ. შეიძლება, სწორი ვთქვა და რამდენიმე ხანში აღმოჩნდეს, რომ თურმე სწორს ვამბობდი, მაგრამ მეც მაქვს ქვეცნობიერში კომპლექსი, რომ თავი არ გამოვიჩინო, ასე არ იფიქრონ და ისე არ იფიქრონ… სულ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება ურთულესია. შენ ახლა რა გენაღვლება – ამის გამო მიწევს საპირისპიროს კეთება, არა, ხალხო, მეც თქვენნაირი ვარ, თქვენიანი ვარ, თქვენზე მეტი სირთულე მაქვს შეიძლება გამოვლილი…“




